vკორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ზაზა ალექსიძის სახელობის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის მორიგი შეხვედრა.
სემინარის ფარგლებში მომხსენებელმა ნინო გიორგაძემ ისაუბრა თემაზე: „მცირე წინასწარმეტყველთა ძველი ქართული და ძველი სომხური ვერსიების ურთიერთმიმართება თანდებულთა (ἐν, ἐπί, περι...) გადმოტანის მაგალითზე“.
მოხსენებაში განიხილა ძველი ქართული და ძველი სომხური თარგმანების ურთიერთმიმართება მცირე წინასწარმეტყველთა ტექსტებში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბერძნული თანდებულების გადმოტანის თავისებურებებზე. კვლევამ წარმოაჩინა ტექსტოლოგიური და თარგმანმცოდნეობითი მნიშვნელოვანი ასპექტები და გამოკვეთა ბიბლიური ფილოლოგიისთვის არსებითი მიმართულებები.